ყარაყუმის უდაბნოს მტვერი თუ საცობებისა და მშენებლობების გამო დაბინძურებული ჰაერი | რას სუნთქავენ თბილისელები

გამოქვეყნდა:

თბილისში ჰაერის ხარისხი და სისუფთავე ყოველთვის ბადებდა ეჭვებს, რომელსაც ბოლო კვირებია უკვე ლაბორატორიული კვლევაც ამყარებს და ხილული მტკიცებულებებიც. ატმოსფეროს ციფრული მონიტორინგი დედაქალაქში არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო და ამ მოკლე პერიოდის გადასახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაბინძურების მასშტაბი ნადვილად საგანგაშოა. იმდენად, რომ ცალკეული ექსპერტები საერთოდ გარეთ დამცავი ნიღბით სეირნობის გამოსვლის იდეას ემხრობიან, როგორც ეს ბევრ აზიურ მეგაპოლისში გვინახავს. 

გარემოს დაცვის სააგენტო ამტკიცებს, რომ მიკროელემენტებით დაბიძნურება ყარაყუმის უდბანოდან წამოსული მტვრის ბრალია. თუმცა თავისთავად თბილისის საცობები, სამშენებლო მტვერი და ასეთი საკითხებისადმი ზერელე დამოკიდებულება ამ გარეგან პრობლემას მხოლოდ აღრმავებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი