ხმაური ქუთაისში | სოც.დაუცველებს, წვიმის გამო, სახლებში წყალი ჩაუვიდათ - ისინი დახმარებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ქუთაისში ე.წ. სოციალურ საცხოვრისში, სადაც მერიას სოციალურად დაუცველი ადამიანები ჰყავს შესახლებული, ხმაური იყო.

მათი ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ ქუთაისში მომხდარი სტიქიის გამო, კორპუსი სახურავის გარეშეა დარჩენილი, წვიმის გამო კი მათ ბინებში წყალი ჩავიდა. დაზარალებული ადამიანები იძულებულები გახდნენ, სახლები დაეტოვებინათ.

მობინადრეები ადგილზე მერიის მაღალჩინოსნების მისვლას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.

ადგილზე მივიდნენ ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები, რომლებმა თქვეს, რომ ამ შენობის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა ბინებში ისე წვიმს, როგორც გარეთ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი