გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა.
სასულიერო პირმა დამწვრობა ორი კვირის წინ კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიიღო. მამა იოსებს სხეულის 50%-მდე ჰქონდა დამწვარი.
ის ჯერ ქუთაისის დამწვრობის ცენტრში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.
ხანძარი სენაკში 16 იანვარს გაჩნდა. სასულიერო პირი შენობაში შევიდა, რა დროსაც ცეცხლი მის შესამოსელს წაეკიდა და მძიმე დამწვრობა მიიღო.