3 მიმართულების გარდა რეგულარული რეისები სექტემბრამდე არ აღდგება - საავიაციო სააგენტო

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა 1 სექტემბრამდე გახანგრძლივდა - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ეს შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ სამ მიმართულებას - პარიზი, მიუნხენი და რიგა. 

საქართველოს საავიაციო საააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები ყველა სხვა მიმართულებაზე გახანგრძლივდება 21.07.20-დან და 31.08.20-ის ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში რეგულარული ფრენები 1 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა მთავრობამ ეს ვადა 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა. 

ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა, საქართველოს წევრ ქვეყნებთან საზღვრები, 1  ივლისიდან გაუხსნა, ამის მიუხედავად,  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში უპირობოდ  ევროკავშირის წევრი მხოლოდ ხუთი ქვეყნის მოქალაქეები შემოვლენ -  გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის.

იმავე ქვეყნებიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები კი 2 კვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი