ქუთაისში ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებული კაცი კლინიკაშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი ბენეფიციარის მშობელს მანქანა ქუჩაზე ადგილობრივის სახლის მიმდებარედ ჰყავდა გაჩერებული, რის შემდეგაც ადგილობრივი კაცი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომელს ნაჯახით გამოეკიდა და სცემა.
ცნობილია, რომ კაცი, ვინც მას ნაჯახით გაეკიდა და სცემა, პოლიციამ ადგილიდან წაიყვანა.