ჩავარდნილი პროექტი და 1,5 მლნ-იანი ზარალი ბიუჯეტს | ბიძინა ივანიშვილმა განმუხურში სასტუმროს მშენებლობა შეაჩერა

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის მორიგი გრანდიოზული პროექტი შეჩერებულია. განმუხური-ანაკლიის მოსახლეობა უკვე 7 წელია ელოდება ფეშენებელური სასტუმროს დასრულებას, რომელიც რეგიონის განვითარების ერთ-ერთი წყარო უნდა გამხდარიყო. 

საინვესტიციო პასუხისმგებლობის აღების მიუხედავად, ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა და მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ ვალდებულება არ შეასრულა, რითიც პროექტის ჩავარდნის გარდა, სახელმწიფომ მილიონნახევარი ლარით იზარალა. 

ახლა თანაინვესტირების ფონდი ზღვისპირა ზოლში 35 ათასამდე კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს, სადაც ფეშენებელური სასტუმროს ნაცვლად 6-სართულიანი კარკასი დგას. 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი