ქუთაისში, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლებმა და ბენეფიციარების მშობლებმა აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლებმა და ბენეფიციარების მშობლებმა, ქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. დღის ცენტრის თანამშრომლები და ბენეფიციარების მშობლები უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად სარეაბილიტაციო ცენტრთან შეიკრიბნენ, ამის შემდეგ კი ფეხით მსვლელობა ქუთაისის მერიის მიმართულებით მოაწყვეს.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომელს ადგილზე მცხოვრები კაცი ნაჯახით გამოეკიდა. ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი ბენეფიციარის მშობელს მანქანა ქუჩაზე ადგილობრივის სახლის მიმდებარედ ჰყავდა გაჩერებული. ბესიკის ქუჩაზე მცხოვრებმა პირმა, პროტესტის ნიშნად ცენტრის თანამშრომელს ბლაგვი საგანი მოუქნია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი