შეტევა გელათის შემსწავლელ ჯგუფზე | საპატრიარქოსა და წულუკიანის უწყებას შორის დაპირისპირება მწვავდება

გამოქვეყნდა:

გახდება თუ არა სკანდალური დასკვნა საპატრიაქოსა და კულტურის მინისტრის დაპირისპირების მიზეზი. ეკლესიის მმართველი ორგანო თეა წულუკიანს პასუხობს. მას შემდეგ, რაც გელათში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნის გამო ჩუბინაშვილის ეროვნულ ცენტრი კულტურის მინისტრის შავ სიაში აღმოჩნდა, თეა წულუკიანი ღიად დაემუქრა სამართლებრივი დევნით სკანდალური დოკუმენტის ავტორ მეცნიერებს და მათ პოლიტიკურად ანგაჟირებულებს უწოდებს.

მინისტრის გაღიზიანების მიზეზი საპატრიარქოს დაკვეთით ჩატრებული კვლევა, უფრო სწორად კი მისი შედეგებია, რომელიც ადასტურებს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უნიკალური ძეგლი სწორედ წულუკიანის მინისტრობის დროს ნადგურდება და მალე პროცესები შეუქცევადი გახდება.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი