ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძვირდება. "მთავარის" იმერეთის კორესპონდენტის ინფორმაციით, ხვალ ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც ტრანსპორტის გაძვირებაზე იმსჯელებენ.
ქუთაისის საკრებულოში ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიაში აღნიშნული საკითხი უკვე განიხილეს.
არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობის ღირებულება 40 თეთრის ნაცვლად 60 თეთრი გახდება.
ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის გაზრდას ადგილობრივი ხელისუფლება გასული წლის ნოემბერშიც გეგმავდა. თუმცა საზოგადოების მწვავე რეაგირების შემდეგ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნული საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნეს.