მარნეულის ერთ-ერთ სოფელში 15 წლის გოგო გაუჩინარდა - არსებული ცნობით, ის 3 დღის წინ ძალით დანიშნეს 

გამოქვეყნდა:

მარნეულის ერთ-ერთ სოფელში 15 წლის გოგო გაუჩინარდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, შემთხვევა 2 თებერვალს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი, რომელიც 3 დღის წინ დანიშნეს, სახლიდან 2 თებერვალს გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს იძულებით ათხოვებდნენ. 

15 წლის გოგოს ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. ოჯახმა სამართალდამცველების უკვე მიმართა და მისი ძებნის ღონისძიებაში პოლიციაა ჩართული. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი