ხმაური იყო დღეს ქუთაისის მერიაში - ქუთაისის საცხოვრისის მცხოვრებლები მერთან შეხვედრას ითხოვდნენ.
რამდენიმე დღის წინ სტიქიის დროს დაზიანებული სახურავიდან კორპუსში წყალი ჩავიდა და მათი ოთახები დაიტბორა. რამდენიმე ოჯახი სასტუმროში გადაიყვანეს. დღეს მოქალაქეები მათთვის ბინების დაქირავებასა და საცხოვრისის გარემონტებას მოითხოვდნენ.
"დასისინებული აქვს მუცელი, მე რომ თავზე მაწვიმდა მაგი რესტორანში ქეიფობდა. ყოველ საღამოს რესტორანშია, ხალხის ნაცვლად ქეიფზე ფიქრობს,"- აცხადებს სოციალურად დაუცველი ქუთაისის მერზე.
ცნობისთვის, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მერი არ შეხვდა.