ხელისუფლების მაღალჩინოსნების ინტერესებზე მორგებული კიდევ ერთი კანონი. თბილისის საკრებულომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში ცვლილებები შეიტანა, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა. თბილისის მუნიციპალიტეტმა ხალხს გადაწყვეტილების მიღების უფლება ჩამოერთვა.
კანონით რომელიც უკვე ძალაშია, ინვესტორს უფლება აქვს საკუთარი შეხედულებით და ინტერესებით იხელმძღვანელოს და ავარიული სახლის ნაცვლად ახალი კორპუსი ააშენოს იქ, სადაც თავად სურს და ამისათვის მას მოსახლეობის უმრავლესობის თანხმობა არ სჭირდება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. პროექტში გათვალისწინებული არ არის ავტოფარეხები, სარდაფები და სხვენები.