ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 50%-ით გაძვირდა. რთული ეკონომიკური მდგომარეობისა და სოციალური კრიზისის მიუხედავად ტარიფის მატება საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა . ადგილობრივები დღეს ამბობდნენ, რომ ეს ცვლილება მათ ყოველდღიურობას კიდევ უფრო დაამძიმებს. ქუთაისის მერი კი, ამ ფონზე ამტკიცებს რომ მგზავრობის გაძვირების თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.