საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. ტენდენცია მზარდია. ეს NDI-ს კვლევის ბოლო მონაცემია. მიზეზს მოქალაქეები ამავე გამოკითხვაში განმარტავენ - ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს; ყოველი მეორე ამბობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურების გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონია. თან ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ყოველი მეხუთე მოქალაქე საქართველოში უმუშევარია. პრემიერი, კი მთავრობის ადმინისტრაციიდან სულ სხვა სურათის გვიხატავს და სხვა რეალობაზე გველაპარაკება. რომ ეკონომიკა გაიზარდა ანდა კიდევ სამუშაო ადგილები იქმნება.