რესპუბლიკის მოედანზე Wolt-ის კურიერები აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე Wolt-ის კურიერები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა შრომითი უფლებების გაუმჯობესება და ანაზღაურების მომატებაა.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპლიკაციას გათიშავენ პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქციამდე რამდენიმე დღის განმავლობაში მათ კომუნიკაცია ჰქონდათ ადმინისტრაციასთან, რომელმაც კურიერებს სთხოვა რამდენიმე დღე მოეცადათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ადმინისტრაცია მათ აღარ დაკავშირებია, Wolt-ის თანამშრომლებმა აქცია გამართეს.

კურიერები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ისინი აქციებს გააგრძელებენ.

"ჩვენი მოთხოვნაა ტარიფების აწევა. იქ კიდევ ბევრი ხარვეზია, რის შედეგადაც ჩვენ გვაკლდება შემოსავალი. ისედაც დაბალი ტარიფი და კიდევ გვაკლდება ეს ჩვენი შემოსავალი.

[...]

თუ არ დაკმაყოფილდა, შემდეგ მოვილაპარაკებთ როგორ და რანაირად წავიყვანოთ ეს ჩვენი საქმე", - თქვა აქციის ერთ-ერმა მონაწილემ.

აქცია რესპუბლიკის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სოლიდარობის ნიშნად, Wolt-ის კურიერებს glovo-ს კურიერებიც შეუერთდნენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი