გორში ასობით ადამიანის ჯანმრთელობა და სიოცოცხლე საფრთხეშია - ქალაქის თითქმის ყველა დასახლებაში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ლიფტი ავარიულია.
განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა კომბინატის დასახლებაში, შინდისის გმირების გამზირზე.
"ადამიანები ჩაცვივდნენ და ტრავმირებულები საავადმყოფოში იყვნენ. სახელები და გვარები შემიძლია დაგიზუსტოთ. ხალხი ცვივა ყოველდღიურად. ბავშვები გევუბნებიან, მასწავლებელო გვეშიანია. ცხრა სართულზე ფეხით ავდივართ და ჩამოვდივართ, ან კიდევ ყვირიან, გაყინულები შუა ზამთარში როგორმე გამოიყვანონ" ,- ამბობს ირმა აბარდნიშვილი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
მოქალაქეები ამბობენ, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. მოსახლება ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშულებს და დახმარებას ითხოვს.
"ლიფტები ხშირად ზიანდება. გვიწევს ელექტროსადენებით გამორთვა და ხელახლა ჩართვა, იქნებ როგორმე ჩვენი ძალებით დავძრათ. საფრთხე არის იმიტომ, რომ ისეთი ქმით აიძვრის და ადის, ტრაქტორის ხმას გამოსცემს",- ამბობენ ადგილობრივები.
გორის მერიაში მოქალაქეებს მოუწოდებენ, შექმნან ამხანაგობები და თანადაფინანსების პროგრამით ისარგებლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მერიაში ამბობენ, რომ ლიფტების პრობლემას ვერ მოაგვარებენ.