ზესტაფონში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს - მათი თქმით, საცხოვრებელი სახლების ქვეშ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის მოწყობის ფარგლებში, გვირაბები გაჰყავთ, მიწისქვეშა ბიძგები კი იმდენად ძლიერია, რომ კორპუსები და საცხოვრებელი სახლები დანგრევის პირასაა.
"გვარწმუნებენ, რომ არ შეეხებოდა გვირაბის მშენებლობა ჩვენს კორპუსს, მაგრამ ფაქტები არის სხვა. კორპუსი იშლება, დღითიდღე ბზარები იმატებს და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ჩამოიშალოს. ამ ხნის განმავლობაში გვირაბი გაჰყავთ, არიან შემოსული შენობის შიგნით, გამოაქვთ მიწა, მიწა გამოდის, შენობა ძირს მიდის",- ამბობენ ადგილობრივები.
მოსახლეოების თქმით, მათ ხელთ ექსპერტიზის დასკვნაც აქვთ, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ შენობაში ცხოვრება საფრთხისშემცველია.