ღია ცის ქვეშ დაყრილი ნეშტები გორში - გორიჯვრის ისტორიული სალოცავისკენ მიმავალ გზაზე შემზარავი სურათია. ადმიანის ძვლები გზის პირას აირის მიმოფანტული.
სავარაუდოდ, ეს ადრექრისტიანული სამარხებია, რომელიც არის გასული საუკუნის დასაწყისში მიწისძვრის შედეგად ჩამოიშალა. სავარაუდოდ, ძვლები სასულიერო პირებისაა, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე იყო სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ახლა საონლის სადგომადაა ქცეული.
პრობლემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ვაჟა-ფშაველას შვილთაშვილმა გაავრცელა.
"მალა ხერხემლის, ფრაგმენტები ყრია უამრავი და არეულია ნაგავში, ძალიან ძველი საფლავები. აქ ძალიან დიდი როლი ითამაშეს კომუნისტებმა. გათლილი ფილაქვებით გაკეთებული ჩასასვენებლები. ამას უნდა სპეციალისტი დააზუსტოს ისტორიის რომელ მონაკვეთში გამოიყენებოდა დაკრძალვის ეს წესი"- მინდია გოდერძიშვილი.
სასულიერო პირები, ადგილობრივები და ისტორიკოსები სამარხების შესწავლას და მიმოფანტული ძვლების რელიგიური წესით დაკრძალვას ითხოვენ.
არსებული ინფორმაციით, საკითხის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო. თუმცა დღემდე რეაგირებას არავინ ახდენს.