დაპირისპირება ბათუმში დელფინარიუმის წინ - არასამთავრობო ორგანიზაცია “ვეგან ჯორჯის” წევრები ქვეყანაში დელფინარიულოს არსებობას აპროტესტებდნენ.
ისინი მიიჩნევენ, რომ დელფინარიუმში არის საცირკო სანახაობა და გართობის მიზნით ცხოველთა ექსპლუატაცია მიუღებელია. ორგანიზაციის წევრები ცდილობდნენ მშვიდობიანი პროტესტი ბათუმის დელფინარიუმის წინ გაემართათ, თუმცა ამის საშუალება მათ დელფინარიუმის დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს.
დაცვის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებისთვის, რომლებიც დელფინარიუმის წინ იმყოფებოდნენ ბანერის წართმევა სცადეს და მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე