რა საფრთხეს ქმნის საქართველოსთვის თურქეთში მომხდარი მიწისძვრების სერია? შესაძლებელია თუ არა, რომ მსგავსი კატასტროფა ჩვენთნაც მოხდეს? მეცნიერები დამაიმედებელ ინფორმაციას ავრცელებენ, თუმცა სრულ გარანტიას ვერავინ იძლევა.
სეისმოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ თურქეთში განვითარებული პროცესი საქართველოში ვერ გავრცელდება კონკრეტული გეოლოგიური მიზეზების გამო. მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა კი ჩვენი ქვეყნის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილშია შესაძლებელი. ძირითად საფრთხეს მეცნიერები უხარისხოდ წარმოებულ სამშენებლო სამუშაობსა და ე.წ. ავარიულ კორპუსებს უკავშირებენ.