მეტრო "ვარკეთილში" შეფერხება იყო

გამოქვეყნდა:

მეტრო "ვარკეთილში" შეფერხება იყო - მეტრო მცირე დროით გაჩერდა.

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუმარტეს, მეტროში ძაბვის ვარდნა იყო, რის გამოც მცირე დროით გაჩერდა მატარებლების მოძრაობა და ესკალატორი.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და მეტრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი