ბათუმის პორტში რუსეთიდან სატვირთო გემი შევიდა - "კავშირები"

გამოქვეყნდა:

"კავშირები" შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 5 თებერვალს, საღამოს 8 საათისთვის საქართველოში შემოვიდა გემი NIKOLAY MESHKOV. გემი რუსეთიდან, კერძოდ, დონის როსტოვიდან წამოვიდა. ის ამჟამად ბათუმის პორტში დგას.

www.equasis.org - ის მონაცემებით, გემი კომორის კუნძულების დროშით ცურავს, მაგრამ მისი მფლობელია თურქული კომპანია RIVERWIND TRADE LTD.

ინფორმაციის გადამოწმებას "მთავარი არხი" საზღვაო ადმინისტრაციასთან ცდილობს, თუმცა უწყებაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, ხოლო ადგილზე მისული გადამღები ჯგუფი შენობაში  არ შეუშვეს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი