საელჩოში შევიდა შეტყობინება, რომ თურქეთში, ნანგრევებში, შესაძლოა, მოყოლილი იყოს საქართველოს მოქალაქე | საგარეო

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება, რომ  ქ. გაზიანთებში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში შესაძლოა, მოყოლილი იყოს საქართველოს მოქალაქე. 

უწყების საელჩომ ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია და მოქალაქის მონაცემები დაუყოვნებლივ მიაწოდა თურქეთის შესაბამის უწყებებს.

"თურქეთის მხარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რასაც ართულებს დანგრეული შენობის დიდი მოცულობა. საელჩო მუდმივ რეჟიმში ხაზზეა თურქეთის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან, საქართველოს მოქალაქის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით", - აცხადებენ უწყებაში [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი