ახალი რუსული წარწერები თბილისის ქუჩებში. დედაქალაქის ისტორიულ უბნებში და კულტურული მემკვიდრეობის ნაგებობებზეც კი ბოლო დროს ერთი და იგივე წარწერა გაჩნდა. პოლიციისთვის დაუდგენელი ადამიანი კედლებზე, იქ სადაც საქართველოს და უკრაინის მხარდამჭერი წარწერები იყო გაკეთებული, გაურკვეველი შინაარსის სიტყვას წერდა.
მისი კვალის მიგნება სამართალდამცველებს პრაქტიკულად არც კი უცდიათ. თუმცა რუს მამაკაცს "მთავარმა არხმა" მიაგნო. ის მოსკოვში მცხოვრები ახალგაზრდა ჟურნალისტია, რომელიც გვიყვება, რომ საქართველოში უკვე რამდენჯერმე იყო ჩამოსული და ყოველთვის შენობების კედლებზე ერთიდა იგივე წარწერას ტოვებდა - რა მიზნით და რა შინაარსით - ამას რუსი ჟურნალისტი არ განმარტავს.
ავტორი: ნინიკო გიგაური