ზაჰესში გია უდესიანისა და ზაზა გუგავას საწყობი დაიწვა | დაზარალებული მხარე შურისძიების მოტივებზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ზაჰესში, საბაჟო ტერმინალის ტერიტორია, სადაც ხანძარი გაჩნდა ბიზნესმენ გია უდესიანისა და ზაზა გუგავას საკუთრებაა. ადვოკატები მომხდარს შურისძიებას უკავშირებენ. მათი თქმით, საწყობები დალუქულია და იქ შესვლა მეთვალყურის გარეშე შეუძლებელია.

"წელიწად ნახევარია აღნიშნულს საბაჟო ტერმინალზე, ყველა გადაადგილებას აკონტროლებს შემოსავლების სამსახური. დალუქულია აქ საწყობები და ამ საწყობებში ჩიტი ვერ შეფრინდება მებაჟის ნებართვისა და თანდასწრების გარეშე. დღეს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი, ერთ-ერთ კერძო კომპანიის წარმომადგენელთან ერთად შევიდა საბაჟოს საწყობში, მას შემდეგ რაც მებაჟემ დატოვა აღნიშნული საწყობი, დაახლოებით 15 წუთში დაინახეს ცეცხლი და შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწყობი ამოიბუგა", - თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

ზაჰესში, საბაჟო ტერმინალზე ხანძარი დღეს, 8 თებერვალს გაჩნდა. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა ადგილზე კვლავ რჩებიან საგანგებო სიტუაციებისა და შსს-ს წარმომადგენლები. ტერიტორიაზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც, რომლებმაც უნდა დაადგინონ, რა გახდა ხანძრის მიზეზი.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი