თბილისში, ვაკის, ისნისა და ჩუღურეთის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება 19 საათით შეუწყდა.
კომპანია "თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 3 607 აბონენტს.
ცნობილია, რომ ვაკეს ბუნებრივი აირი 9 თებერვალს 20:35-ზე შეუწყდათ და 10 თებერვლის 15:00 საათზე აღუდგებათ.
ისნის მოსახლეობას გაზი 9 თებერვალს 23:00 -ზე შეუწყდათ და 10 თებერვლის 18:00 საათზე აღუდგებათ, ხოლო ჩუღურეთის მოსახლეობის ნაწილ ბუნებრივი აირის მიწოდება 9 თებერვალს 21:00-ზე შეუწყდათ და 10 თებერვლის 15:00 საათზე აღუდგებათ.