"ორშაბათს ტელეფონი ჩართული ჰქონდა და ზარი გადიოდა, რატომ აქამდე არ მიაქციეს ყურადღება" - თურქეთში დაკარგული საქართველოს მოქალაქის ნათესავი

გამოქვეყნდა:

თურქეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული.10 რეგიონში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა დაწესდდა. თურქეთში მიწისძვრებს საქართველოს 3 მოქალაქე ემსხვერპლა, კიდევ ორ მოქალაქეს: ციცო პაკელიანს და მარინა მშვილდაძეს ამ დრომდე ეძებენ.

"ვიცით, რომ ის კორპუსი დაანგრიეს და ნელნელა ამოჰყავთ, დაახლოებით 5 თვეა წასულია. იყო გაზიანთეფში და იქ მუშაობდა. იყო მეორე სართულზე. ეს 7-სართულიანი კორპუსი [დაინგრა]. ორშაბათს მისი ტელეფონი იყო ჩართული და ზარი გადიოდა, მაგრამ როგორც ჩანს, დაჯდა და აღარ გადიოდა ზარი. რატომ აქამდე არავინ ყურადღება არ მიაქცია, ადამიანი გაწირეს სიკვდილისთვის, არავინ არაფერი არ გააკეთა",- ამბობს ნინო პაკელიანი, დაკარგული ციცო კაპელიანის ძმისშვილი.

თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ირმა ირემაშვილი ამბობს:

"მოვკვდი ტირილით ხალხს რომ ვუყურე - ზოგს ხელი არ აქვს, ზოგს სახე, ზოგს ფეხი, ძალიან მძიმე დმგომარეობაა. ხალხი ყვირილით დგას გვიშელეთ გვიშველეთ, მშველელი არ არის",- ამბობს ის. 

ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21 000 -მდე გაიზარდა . მსხვერპლი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან ნანგრევების ქვეშ წინასწარი ვარაუდით, რამდენიმეათასი ადამიანია მოყოლილი.

თურქეთში ადგილობრივი და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მაშველები ინტენსიურად მუშაობენ, თუმცა სტიქიის ზონა საკმაოდ მასშტაბურია, რაც სამუშაოებს  ართულებს.

ორივე ქვეყანაში ასობით ათასი ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ვითარებას ართულებს ყინვაც, სტიქიის შედეგად განადგურებულ უმეტეს დასახლებულ პუნქტში წყლისა და საკვების პრობლემებიც შეიქმნა.

გადარჩენილები ოჯახის დაკარგული წევრების ცოცხლად პოვნის იმედად ნანგრევებს არ შორდებიან და თავადაც ეხმარებიან მაშველებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი