"მთავარი არხის" ინფორმაციით, ორი წლის შემდეგ, 2023 წლის 14 თებერვალს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება.
უცნობია, თუ რა საკითებზე უნდა ისაუბრონ სინოდის წევრებმა. "მთავარ არხს" ინფორმაციას მეუფე ნიკოლოზი უდასტურებს, ის ამბობს, რომ ბევრი განსახილველი საკითხია დაგროვებული და ძნელია იმის თქმა, თუ რას მიენიჭება უპირატესობა.
"დიდი ხანია არ ყოფილა და მადლობა ღმერთს, რომ დაინიშნა. წინასწარ არასოდეს არ ვიცით ხოლმე რას ეხება თემა და ვერაფრით ვერ გეტყვით, იმდენი საკითხია დაგროვილი, რომ რომელს მიენიჭება პრიორიტეტი ჩემთვის ძნელი სათქმელია", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მისივე თქმით, ეჭვი ეპარება, რომ 14 თებერვლის სხდომაზე სინოდის წევრებმა უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებაზე ისაუბრონ.
"ჯერჯერობით მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ ვართ მზად, რომ ვაღიაროთ, უფრო სწორედ ისინი [უკრაინა] არ არიან მზად", - უთხრა მეუფე ნიკოლოზმა "მთავარ არხს".
სინოდის სხდომის ჩატარებას ამ პერიოდის განავლობაში სხვადასხვა სასულიერო პირები ითხოვდნენ.