უკრაინის ქალაქ დნიპროსთვის სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისის ქუჩებში გავიდნენ და დაბომბილი ქალაქის დახმარების მიზნით, სპეციალურად შექმნილი ანგარიშის ნომრები დაარიგეს.
აქტივისტების თქმით, რუსეთის აგრესიის შედეგად, ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქი დნიპრო მნიშვნელოვნად დაზარალდა და ამიტომ მათ გვერდით დგომა აუცილებელია.