9 თვე სამართლის ძიებაში - გარდაცვლილი 3 წლის მართას ოჯახი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდება

გამოქვეყნდა:

9 თვე სამართლის ძიებაში და უპასუხო კითხვები - 3 წლის მართა ხვედელიძის ოჯახი, მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს. ხვედელიძეების ოჯახი ამბობს რომ ბავშვს ოპერაციის შემდეგ სეფსისი განუვითარდა და გამოუსწორებელი შედეგი  დადგა. 3 წლის მართას გარდაცვალებიდან 9 თვე გავიდა და ოჯახი ისევ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მოლოდინშია. ხვედელიძეები დარწმუნებულები არიან, რომ დასკვნის გაცემა შეგნებულად ჭიანურდება, რადგან სწორედ ამ დოკუმენტით გამოიკვეთება რომ 3 წლის მართას გარდაცვალება არასწორმა მკურნალობამ გამოიწვია. ოჯახი ეყრდნობა დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას, სადაც წერია რომ მცირეწლოვანს გადასხმების ე.წ. ზედოზირებამ ყველა ორგანოს შეშუპება გამოიწვია, რამაც ფატალური შედეგი დააყენა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი