კასპის ერთ-ერთი სოფლის პრიორიტეტად, სადაც წყალი და გაზი არ არის, სასაფლაოს შემოღობვა განისაზღვრა.
"მოზაიკას" ინფორმაციით ახალციხე ერთ-ერთია იმ სოფლებიდან, სადაც სოფლის კრება ჩატარდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ კრებაზე შერჩეული პროექტი მოსახლეობის სურვილს არ ემთხვევა.
ახალციხის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც 3 სოფელი შედის, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა 7 თებერვალს ჩატარდა. კასპის მერიის ინფორმაციით, სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით პრიორიტეტები ასე გადანაწილდა:
მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ადგილობრივები ეხმაურებიან, მათი თქმით, სოფელში უამრავი პრობლემაა, სასაფლაოს შემოღობვა კი მეორე ხარისხოვანია.
მოსახლეობის პრეტენზიებს კასპის მერიამ მოკლე კომენტარით უპასუხა. უწყების განმარტებით, ახალციხის ადმინისტრაციულ შემავალ სოფლებში ბუნებრივი აირის შესაყვანად პროექტის შედგენა 2024 წელს დაიწყება.