მოვითხოვთ, თეა წულუკიანმა დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა - პენცენტრის განცხადება

გამოქვეყნდა:

საქართველოს პენცენტრი მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ, შსს-ს მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ეხმაურება და წერს, რომ ეს არის   პუტინის რუსეთისთვის დამახასიათებელი ქმედება და ცხადყოფს, რომ კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს სახელმწიფოსთვის შეუთავსებელი ღირებულებებითა  და ფასეულობებით მოქმედებენ.  

განცხადება იხილეთ სრულად:

საქართველოს პენცენტრი გმობს მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, ეროვნულ გალერეაში შესრულებული საპროტესტო ნამუშევრის გამო. პენცენტრისთვის ასევე კატეგორიულად მიუღებელია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მხრიდან ამ საკითხზე  გავრცელებული სამარცხვინო განცხადება, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მხატვრის მისამართით გატარებული ღონისძიებები შინაგან საქმეთა  სამინისტროსა და მუზეუმის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. მიგვაჩნია, რომ ეს ქმედება შეუთავსებელია საქართველოს, როგორც ევროპული სახელმწიფოს ფასეულობებთან და ღირებულებებთან, ასევე წინააღმდეგობაშია ქვეყნის კონსტიტუციასთან. 

რეპრესიული თავდასხმა სანდრო სულაბერიძის მისმართით მიზნად ისახავს არა მხოლოდ კონკრეტული მხატვრის დასჯას, არამედ სხვა ქართველი ხელოვანების დაშინებას და მათი თავისუფალი ნების ყოველგვარი გამოვლინების გატეხვას.

მხატვრის წინააღმდეგ, მისი ნამუშევრის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, ასევე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, თავისი არსით არის პუტინის რუსეთისთვის დამახასიათებელი ქმედება და ცხადყოფს, რომ კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მოქმედებენ საქართველოს სახელმწიფოსთვის შეუთავსებელი ღირებულებებითა  და ფასეულობებით.  

საქართველოს პენცენტრი მიიჩნევს, რომ კულტურის მინისტრი არაკომპეტენტურია და ის მიზანმიმართულად ანგრევს ხელოვანების, მეცნიერების, კულტურის მენეჯერების და ზოგადად, კულტურის ქომაგების მიერ ათწლეულობით გაწეული  შრომის შედეგად შექმნილ ინსტიტუციებს; აზიანებს შემოქმედებით პროცესებს და განგებ ცდილობს საქართველოს მოქცევას კულტურულ იზოლაციაში, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებას.  

აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრისგან სანდრო სულაბერიძის შეწყალებას, არამედ მოვითხოვთ, რომ შეწყდეს ნებისმიერი სახის სამართალწარმოება, როგორც სისხლის სამართლებრივი, ასევე ადმინისტრაციული და მომავალშიც, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე კულტურის სამინისტრომ და მათდამი დაქვემდებარებულმა უწყებებმა, იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით განმტკიცებული შემოქმედებითი თავისუფლების დაცვის უმაღლესი სტანდარტებით. 

ამავდროულად, საქართველოს პენცენტრი მოითხოვს, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ამ გაუგონარი პუტინისტური გამოხდომის გამო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლის, გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანებისგან დაუცველობის გამო, მუზეუმებიდან კომპეტენტური მეცნიერებისა და თანამშრომლების უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების გამო, რაც სასამართლოს მიერ გამოტანილი არაერთი გადაწყვეტილებით უტყუარადაა დადასტურებული, დაუყოვნებლივ დატოვოს დაკავებული თანამდებობა. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, სხვა ქართველ სახელოვნებო ჯგუფებთან ერთად, გამოვიყენებთ პროტესტის ყველა ფორმას ამ მიზნის მისაღწევად.

ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!, - წერია განცხადებაში. 

დოკუმენტს ხელს აწერენ: 

ტორესა მოსი
გვანცა ჯობავა
ივა ფეზუაშვილი
ნესტან ნენე კვინიკაძე
გიორგი ბუნდოვანი
ნიკოლოზ აგლაძე
მაია ალუდაური
დალილა გოგია
თორნიკე სიბაშვილი
ნუკა ღამბაშიძე
გიორგი ხარაიშვილი
მაია კუდავა
ზვიად კვარაცხელია
მიხეილ ციხელაშვილი
მარი ბექაური
ზაალ ანდრონიკაშვილი
თამთა მელაშვილი
ქეთი ქანთარია
დარეჯან კიკოლიაშვილი
ნინია ნადირაძე
ალექსანდრე ლორთქიფანიძე
ნათია გიორგაძე
ზურა პაპიაშვილი
რუსუდან რუხაძე
მაშო სამადაშვილი
რატი მუჯირი
მანანა მათიაშვილი
ლუკა ბაქანიძე
თამარ კვიჟინაძე
ბექა ქურხული
ნინო ლეჟავა
მათე სარალიშვილი
ნანა გოგოლაშვილი
ეკა ქევანიშვილი
თეკლა ქველაძე
თაკო ლონდარიძე
გიორგი არაბული
ნიკი თარხან-მოურავი
ანა ჭაბაშვილი
კოკა ქამუშაძე
მარიამ კიკაჩეიშვილი
თეონა დოლენჯაშვილი
ალეკო შუღლაძე
ირინე ჭოღოშვილი
ლელა შუბითიძე
გიორგი შონია
ლაშა ბუღაძე
ნიკა ჩერქეზიშვილი
შოთა იათაშვილი
გაგა ნაცუხრიშვილი
პაატა შამუგია
რატი ამაღლობელი
ბესო სოლომანაშვილი
ლექსო ქურხული
ნანა ტრაპაიძე
ბელა ჩეკურიშვილი
ნატო გორდელაძე
გიორგი მასხარაშვილი
ლანა კალანდია
ლელა კურტანიძე
ლელა კოდალაშვილი.

ცნობისთვის, 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში, სადაც გამოფენა გაიხსნა, ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია". შსს-მ ფაქტზე გამოძიება  ქურდობის მუხლით დაიწყო.

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურსაც მიმართავენ და მოუწოდებენ, საქმის კვალიფიკაცია შეცვალოს

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი