თურქეთში მაშველებმა მიწისძვრებიდან 140 საათის შემდეგ, 7 თვის ბავშვი გადაარჩინეს 

გამოქვეყნდა:

თურქეთში შაბათს გვიან ღამით დანგრეული შენობების ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს - ჰატაის პროვინციის ანტაკიის რაიონში, მიწისძვრებიდან 140 საათის შემდეგ, 7 თვის ბავშვი გადაარჩინეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ანადოლუ“ ავრცელებს.

"კიდევ ერთი სასწაული მოხდა, როდესაც გუნდებმა შაბათს ჰატაიში ნანგრევებიდან ამოიყვანეს ორსული ქალი და მისი ძმა.

26 წლის მუჰამედ ჰაბიპი 11-სართულიანი შენობის ნანგრევებიდან იხსნეს ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ კაჰრამანმარასის პროვინცია ონიკისუბატში.

ფატმა ოელი გამოიყვანეს დანგრეული შენობიდან ჰატაის ანტაკიის რაიონში - მიწისძვრებიდან 138 საათის შემდეგ.

ცამეტი წლის ესმა სულთანი გაზიანთეპში 133 საათზე მეტი ხნის ნანგრევებში ყოფნის შემდეგ გადაარჩინეს. ბევრი დრამატული გადარჩენა პირდაპირ ეთერში იყო ნაჩვენები" ,- ნათქვამია სტატიაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი