საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ავრცელებს.
"ისევ ოზურგეთთან, პირველადი მონაცემი მაგნიტუდა 4.5. სოფელ გომთან",- წერს თეა გოდოლაძე.
მოგვიანებით, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრმა ინფორმაციია დააზუსტა და დაწერა:
"დღეს, თბილისის დროით 12:07 საათზე, კურორტ ბახმაროდან 2 კმ_ში მოხდა 4.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა" ,- ნათქვამია განცხადებაში.