საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები სტიქიის ზონაში ჩავიდნენ

გამოქვეყნდა:

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, თურქეთში, სტიქიის ზონაში ჩავიდა.

"ქართველი დიპლომატები შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოინახულებენ საქართველოს მოქალაქეებს მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით. საელჩოს წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან საქართველოდან თურქეთში ჩასულ მაშველებს, რომლებიც რამდენიმე დღეა სტიქიის ზონაში მუშაობენ"- ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიას საქართველოს 5 მოქალაქე ემსხვერპლა. ათობით მოქალაქე სტიქიის ზონიდან გადაყვანილია თურქეთის სხვა რეგიონებსა და ქალაქებში, ასევე ზოგიერთი მათგანი უკვე დაბრუნდა საქართველოში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი