გორში ე.წ. ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები მერიას ალტერნატიული ფართის გამოყოფას სთხოვენ.
მათი თქმით, შენობა ავარიულია და მიწისძვრის შემთხვევაში შესაძლოა, დაინგრეს.
"ინგრევა ბინა და გადაგვიყვანონ სადმე, სანამ უბედურება არ მოხდა აქაც. როგორც ახლა თურქეთში მოხდა, ისე მოხდება აქაც, ავარიული ბინაა. თბილისიდანაც იყვნენ, ჟურნალისტებმაც გააშუქეს, ყველაფერი რაც შესაძლებლობა ჰქონდა აშუქებენ ტელევიზიები, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. ჩვენი მოთხოვნაა, გადაგვიყვანონ დროულად, 3 ბალიანსაც ვერ გაუძლებს ეს ბინა", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
სოციალურ საცხოვრისში 85 ოჯახი ცხოვრობს, მათი გაუსაძლისი ყოფა სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა. სოცუალურად დაუცველები კიდევ ერთ აქციას ხვალ, 13 თებერვალს, გორის მერიასთან გეგმავენ.