ამ წუთებში აქცია იწყება დირსის დასახლებაში - ისანში მცხორებლები ითხოვენ, რომ "ბენე კომფორტთან" ხელშეკრულება შეწყდეს.
ამბობენ, რომ მომსახურებისთვის მათ ეს კომპანია არ აურჩევიათ, ხმათა უმრავლესობით სხვა ფირმას მიანიჭეს უპირატესობა, მაგრამ "ბენე კომფორტის" ხელმძღვანელი დედაქალაქის მერის ახლო გარემოცვის წევრია და ხელშეკრულებაც მის კომპანისთან ადგილობრივებთან შეუთანხმებლად დაიდო. "სარდაფები წყლით არის სავსე, ნაგავს მიაქვს აქაურობა" - ამბობენ ადგილობრივები.
ავტორი: ნინიკო გიგაური