უსისხლოდ, ჰიბრიდული მეთოდებით ოკუპაციის შედეგებს დღეს ყველა მოქალაქე საკუთარი თვალით ხედავს და საკუთარ თავზე გრძნობს. განსაკუთრებული სამხედრო ან უსაფრთხოების ანალიტიკა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ რაღაც ისე ვერ არის ჩვენს თავს. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ლამის თავად ვიქცეთ უცხოებად საკუთარ ქვეყანაში. რამდენიმე დღის წინ გუდაურში მომხდარი ინციდენტის მთავარი მონაწილე ცოტნე ჯაფარიძე აღმოჩნდა, ადამიანი, რომელიც არაერთ ანტისაოკუპაციო აქტივობაშია ჩართული და სამოქალაქო აქტივობის ძალიან კარგ მაგალითს აძლევს საზოგადოებას.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ რუსმა სტუმარმა მასთან რუსულ ენაზე კომუნიკაცია მოითხოვა, უარის და პოლიტიკური განმარტებების შემდეგ კი შელაპარაკება დაპირისპირებაში გადაიზარდა. საქმეში სამართალდამცველები ჩაერთნენ, ქართველი აქტივისტი დააკავეს და სათხილამურო ფეხსაცმელებით სასამართლოში გადაიყვანეს, რუს დამსვენებლებისთვის კი სრიალში ხელი არავის შეუშლია.