ინფექციური საავადმყოფო “მთავართან“ ბოიკოტს განაგრძობს - კლინიკაში მოთავსებული 8 პაციენტის დიაგნოზი ცნობილი დღეს გახდება

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს, რომელიც ვირუსთან დაკავშირებული მძიმე ვითარების მიუხედავად, „მთავართან ბოიკოტს განაგრძობს.

კლინიკაში მყოფი პაციენტების რაოდენობის და მდგომარეობის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობას მედიასთან განცხადება დღეს დილით უნდა გაეკეთებინა, თუმცა „მთავარი“ არხის გამოჩენის შემდეგ, ისინი მედიასთან სასაუბროდ აღარ გამოსულან.

„მთავარის“ ინფორმაციით, კლინიკაში გვიან ღამით კიდევ რამდენიმე მოქალაქე  გადაიყვანეს. ამ დროისათვის იქ სულ 18 პაციენტი იმყოფება. აქედან 8 პაციენტის დიაგნოზთან დაკავშირებით ინფორმაცია ცნობილი დღეს გახდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი