კომპანია "საირმე მინერალ ვოთერსის" თანამშრომლები გაიფიცნენ. დასაქმებული 30 ადამიანი დაბალ ხელფასს და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებს. მათი თქმით, მინიმალურ ხელფასზე სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ.
გაფიცულები ხელფასის 30 პროცენტიან მატებას და შრომის უსაფრთხო პირობებს ითხოვენ. გარდა ამისა, თანამშრომლები ამბობენ, რომ მენეჯმენტი განზრახ აზიანებს და აკოტრებს ქარხანას, ცდილობს დასაქმებულების ერთმანეთთან დაპირისპირებას. თანამშრომლები ამბობენ, რომ მედიაციის დროს კომპანიის წარმომადგენლებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
გაფიცულები პროტესტის გაგრძელებას მანამ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ამ ეტაპზე, კომპანიის მუშაობა პარალიზებულია.