"მაგისგან არავინაა დაზღვეული და ვერავინ განსაზღვრავს, რა შეიძლება მოხდეს" | ტრაგედია გორში და კომპანიის პასუხი - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია, რომელიც გორში იმ კორპუსს აშენებს, საიდანაც ცოტა ხნის წინ მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა, გორის ყოფილი მაჟორიტარის, იოსებ მაკრახიძის შვილს, ოფელია მაკრახიძეს ეკუთვნის.

"მაგისგან არავინაა დაზღვეული და ვერავინ განსაზღვრავს, რა შეიძლება მოხდეს" - ამბობენ ჩვენთან საუბრისას კომპანიაში. მათივე თქმით, ადგილზე უსაფრთხოების ზომები დაცული იყო. 

ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილი 60 წლამდე კაცია, რომლის ვინაობასაც ამ ეტაპზე შეგნებულად არ ვასახელებთ. ცხედარი გორის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, მუშები კი სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს.

ტერიტორია ახლა ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი