სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურთან 45 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარს სხეულსა და სახეზე დაზიანებები აღენიშნება.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
"მთავარი არხი" დამატებით დეტალებს არკვევს.
ავტორი: ემა გოგოხია