საქართველოში უძრავ ქონებას ყველაზე ხშირად რუსები ყიდულობენ | საგანგაშო სტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში უძრავ ქონებას ყველაზე ხშირად რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ. BD-GROUP-ის ექსპერტების შეფასებით, რომელსაც რუსული გამოცემები ავრცელებენ, რუსები 2022 წელს საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაში ლიდერები გახდნენ და უცხოელების მიერ უძრავი ქონების შეძენაში მათ წილი 86,32%-ია.

ირკვევა, რომ მომხმარებლები საქართველოში უძრავი ქონების შეძენას კომფორტული კლიმატის, ბიზნესის დაწყების მარტივი სისტემისა და უცხოელებისთვის სამუშაო შეზღუდვების არარსებობის გამო ირჩევენ. ექსპერტებმა ყველაზე აქტიურ მყიდველებს შორის, რუსების გარდა, ბელორუსის, უკრაინის, ისრაელის, თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეები გამოარჩიეს.

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი