ძლიერი აფეთქება ბათუმში. ცოტა ხნის წინ წყალში, ნაპირთან ახლოს, საზღვაო ნაღმი ამოქმედდა. ჯერჯერობით უცნობია როგორ აღმოჩნდა ასაფეთქებელი მოწყობილობა დასახლებული ტერიტორიის სიახლოვეს.
სანაპირო ზოლი ახლა სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი და ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აფეთქებას თვითმხილველები ჰყავს და ვიდეოკადრები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, რუსი ტურისტის მიერ არის გადაღებული.
ავტორი: საბა ბუაძე, თეა ვაშალომიძე