უბედური შემთხვევა თუ უსაფრთხოების წესების დარღვევა - გორში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს გამოძიება იკვლევს. სამართალდამცბელები არკვევენ, რა ვითარებაში გარდაიცვალა 60 წლამდე ასაკის ნიკოლოზ ტლაშაძე, რომელიც გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ოჯახის კუთვნილ სამშენებლო კომპანიაში იყო დასაქმებული.
უბედური შემთხვევა გორის ცენტრში მიმდინარე მრავალსართულიანი სახლის მშენებლობაზე მოხდა. "მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ კომპანიაში ამ ფაქტის შემდეგ შრომის ინსპექციის სამსახური შედის.