ხანძარი იყო ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრის ტერიტორიაზე. დაიწვა სურსათისა და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების ორი მაღაზია, დაზიანდა სხვა ობიექტებიც. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ავტოსახელოსნოში გაჩნდა. მაღაზიების მფლობელებისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი, მათი განცხადებით ზარალის ოდენობა ასი ათას ლარს აღწევს.