"მთავარის" ინფორმაციით, 12 საათზე დანიშნული სინოდის სხდომა, ამ დრომდე არ დაწყებულა

გამოქვეყნდა:

12 საათზე დანიშნული სინოდის სხდომა საქართველოს საპატრიარქოში ამ დრომდე არ დაწყებულა. "მთავარის" ინფორმაციით, მიზეზი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

შეგახსენებთ,  "მთავარი არხის" ინფორმაციით, დღევანდელი შეკრების მიზეზი პატრიარქის გადაწყვეტილებაა, რომელიც სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგომას აპირებს. 

46 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ  ილია მეორემ ეკლესიის საჭე სამართავად შესაძლოა სხვა მღვდელმთავარს გადააბაროს, რამაც სინოდის წევრებს შორის დაბნეულობა გამოიწვია, თუმცა ამ დრომდე არავინ საუბრობს იმაზე, რა არის დღევანდელი შეკრების დღის წესრიგი. 

სხვა მღვდელმთავრებთან ერთად, საპატრიარქოში იმყოფება დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მიტროპოლიტი ზენონ იარაჯული. სავარაუდოდ დღევანდელ სხდომაზე მისი საკითხიც განიხილება. 2 კვირის წინ საპატრიარქოს დელეგაცია ბრიტანეთში იმყოფებოდა, სადაც იმ პირებს შეხვდნენ, რომლებსაც ზენონ იარაჯულმა მღვდელმსახურება შეუჩერა. საუბარია სამ პირზე. 

წყაროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული ეპარქია გაიყოს და დიდი ბრიტანეთის ეპარქიას დროებით სათავეში გორისა და ატენის მიტროპოლიტი - ანდრია გვაზავა ჩაუდგეს. 

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი