დუშეთში მკვლელია - ამ სახელწოდებით 16 თებერვალს, გენერალურ პროკურატურასთან აქცია ჩატარდება. აქციის ორგანიზატორების თქმით, 13 თებერვალს, დუშეთში ადგილობრივმა სასიკვდილოდ მოწამლა სამი მიუსაფარი ძაღლი
დუშეთში 13 თებერვალს ადგილობრივმა მაცხოვრებელმა და უკვე მკვლელმა , წინასწარი განზრახვით სასიკვდილოდ მოწამლა სამი მიუსაფარი ძაღლი ,რომლებიც საშინელი ტკივილებით და ტანჯვით დაიხოცნენ.
მომხდარი ფაქტის დასაგმობად,გასაპროტესტებლად და საჩივრის შესატანად თითოეული თქვენგანის მოსვლა არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი !!! მკვლელი ციხეში !!!
დაიცავი დანარჩენების სიცოცხლე !!!
16 თებერვალს 13:00 საათზე ვიკრიბებით პროკურატურასთან ! ორთაჭალაში, გორგასლის 24" ვკითხულობთ ორგანიზატორების განცხადებაში.
გარდა ამისა, ცხოველთა უფლებადამცველები ასაჯაროებენ სატელეფონო ჩანაწერს, სადაც მათი ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლის, დოდო ჩოხელისა და ცხოველთა დამცველის საუბარია და სადაც ჩოხელი ძაღლების დახოცვას ამართლებს. უფლებადამცველები ითხოვენ, ჩოხელმა დატოვოს დაკავებული თანამდებობა.
"თქვენ მითხარით ხალხს რა უნდა ექნა? ეს ხომ მერმა არ გააკეთა, გააკეთა ვიღაცა გამწარებულმა ადამიანმა ხო? რა უნდა ექნა ის მითხარით... თქვენ მითხარით რა უნდა ექნა?...
არა გვაქვს თავშესაფარი, რა უნდა ვქნათ?
[უფლებადამცველი] თქვენი პოზიციით ამართლებთ მკვლელს?
- აბსოლუტურად" ისმის ჩანაწერში.