სინოდის სხდომის ამსახველ ვიდეოკადრებს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ სხდომას პატრიარქიც ესწრება.
"საქართველოს საპატრიარქოში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო." წერს საპატრიარქო ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, სხდომა დღეს დილით, 12 საათზე იყო დანიშნული თუმცა ის თითქმის 5 საათიანი დაგვიანების შემდეგ დაიწყო. არსებული ინფორმაციით, მიზეზი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.