36-ე საჯარო სკოლაში, საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას ჭერი ჩამოინგრა

გამოქვეყნდა:

ჩუღურეთის რაიონში, თბილისის 36-ე საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა.

შემთხვევა სკოლის დერეფანში, ორშაბათს, 13 თებერვალს, საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მოხდა, რა დროსაც სკოლაში მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ. 

ინციდენტის შემდეგად არავინ არ დაშავებულა. 

მშობლების ინფორმაციით, სკოლის რეაბილიტაცია სულ ახლახან დასრულდა და ინციდენტი სავარაუდოდ, არასრულყოფილმა, ან უხარისხო მასალით შესრულებულა სამუშაოებმა გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაცია არ საუბრობს. 

ავტორი: ნინო გიგაური

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი